ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
- 22 სექტემბერი 10:36, 2020 წელი
საქართველოში კორონავირუსით 22-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
სააგენტო PIA.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის კაცია.
დღეს ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისში გარდაიცვალა.