ეკა ბესელიას ვაჟი დაინიშნა
- 22 სექტემბერი 10:49, 2020 წელი
პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერის, ეკა ბესელიას ვაჟს, რატი მილორავას ნიშნობა ჰქონდა. როგორც ირკვევა, მისი რჩეული ქეთი ყრუაშვილია.
წყვილის ფოტოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ეკა ბესელიამ ამ ბედნიერი დღის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში თავადაც დაწერა:
„ეს ისეთი ემოციური დღე იყო ჩემთვისაც… ჩემი შვილები ისეთი ბედნიერები იყვნენ დღეს. ნიშნობა ანუ არჩევანი, ვისთან გინდა მომავალი დააკავშირო…
მე ვიქნები ბედნიერი მათი ბედნიერებით“, - წერს ბესელია.