დღის რჩევა: დღეს მოერიდეთ სისხლის გადასხმას და ყურის გახვრეტას

  • fortuna.ge
  • 22 სექტემბერი 10:12, 2020 წელი

დღევანდელი დღემზისა და მთვარის ერთობლივი მოქმედებითაა  განპირობებული.

მთვარე დღეს იმყოფება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში რაც თითოეულ ჩვენგანში განავითარებს აქტიურობას, გონებამახვილობასა და კომუნიკაბელურობას, მზე კი დღეს ქალწულიდან სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. დღეს ილოცეთ და ჩაუთქვით სურვილები.


დღეს ასევე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც მეტ პრობლემებს შეუქმნის ადამინათა გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას, მოიმატებს უგუნებობა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემები. 


კარგი დღეა ინტელექტუალური განვითარებისათვის, სამსახურის ძიებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, კულინარიული საქმიანობისათვის, კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად, სასამართლო პროცესების ჩასატარებლად და იურიდიული საქმიანობისათვის. დღეს მოერიდეთ სისხლის გადასხმას, ყურების გახვრეტას და მშენებლობას.


დღეს სუსტდება ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, საზარდულისა და მენჯ-ბარძაყის ზონა, ამ ორგანოებზე ოპერაციები განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.


დღის ფერებია ცისფერი, ლურჯი, მწვანე, კრემისფერი და წითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ თოფაზი, ლაზურიტი, ნეფრიტი, ჟადეიტი და ქარვა,  ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge