რა საერთო აქვთ მერილ სტრიპს, სოფი ლორენსა და დავით ლიკლიკაძეს?

  • 21 სექტემბერი 22:36, 2020 წელი

არ გეჩვენებათ , მათ ნამდვილად აქვთ რაღაც საერთო. თუ ჟურნალისტ დავით ლიკლიკაძის ერთგული მაყურებელი ხართ, გეცოდინებათ, როგორ ხუმრობს ხოლმე ის საკუთარ გარეგნობაზე. 

მიუხედავად, იმისა, რომ ახლახან ,,ჟურნალისტის" ამპლუაში წარგიდგინეთ, დავითი ერთ დროს სამსახიობო კარიერასაც მისდევდა და წლების განმავლობაში გასტროლიდან-გასტროლზე მიჰქროდა.  ამ სფეროში წარმატების მისაღწევად მან ბევრი დაბრკოლება გამოიარა. გარეგნობის გამო ხშირად იწუნებდნენ და როლებს არ აძლევდნენ.


რაც უნდა გასაკვირი იყოს, იგივე გზა გაიარეს დღეს ყველასათვის საყვარელმა ჰოლივუდელმა მსახიობებმა, მათაც გარეგნობის გამო იწუნებდნე: მერილ სტრიპმა, სოფი ლორენმა და ქეით ვინსლეტმა. ამ ვარსკვლავებსაც ვიზუალის გამო იწუნებდნენ. 


ეს მსგავსება დღეს გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" აღმოაჩინეს.