6 რამ რაც თავდაჯერებულს გაგხდით - გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია

  • თბილისელები
  • 21 სექტემბერი 18:01, 2020 წელი

ცხოვრებასთან დამოკიდებულება და საკუთარი თავის რწმენა, ადამიანში ბავშვობიდანვე ფორმირდება.

ოჯახში, სადაც მშობლების თვითშეფასება დაბალია, საკამოდ მცირეა იმის შანსი, რომ ბავშვი თავდაჯერებული და ოპტიმისტი, გაიზარდოს.


თუ ბავშვობაში ასთი მოცემულობა იყო ზრდასრულობაში ეს აუცილებლად უნდა გამოასწოროთ, მაგალითას ამ გზებით:


* თავდაჯერებული რომ იყოთ, საკუთარი თავის მიმართ, ყველანაირი ხერხითა და საშუალებითკ ეთილად უნდა განეწყოთ.


*ისეთი მიიღეთ საკუთარი თავი, როგორიც ხართ. თქვენ ბევრი რამ გაქვთ, რითიც შეგიძლიათ იამაყოთ და დააფასოთ. შეეცადეთ, საკუთარ თავთან გულახდილი იყოთ. ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი ძალები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, ნაკლოვანებები;


* ყურადღება მიაქციეთ, როგორ იქცევიან თავდაჯერებული ადამიანები. შეიძლება, რომელიმეს სიარული მოგეწონოთ, რომელიმეს ლაპარაკი, აიღეთ საუკეთესო და გააერთიანეთ ის თქვენში;


* შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთოთ. ადამიანი, რომელიც ეხმარება სხვებს, საკუთარი თავის დაფასებასაც იწყებს.


* ცხოვრება მისი მრავალფეროვნებით მიიღეთ. პრობლემებსა და არასასურველ სიტუაციებს მშვიდად მიუდექით. პანიკაში ნუ ჩავარდებით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გახსნილად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია და გრძნობები, რომლითაც იცავთ საკუთარ სიმართლეს;


* ხშირად გაიღიმეთ. სიცილი სასარგებლოა თქვენი შინაგანი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

წყარო: თბილისელები