საუკეთესო პარტნიორები სექსში ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

  • regarder.ge
  • 20 სექტემბერი 16:27, 2020 წელი

თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, სექსი, ურთიერთობები და ზოდიაქო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ერთმანეთისთვის საუკეთესო სექს პარტნიორები:

ვერძი 

ვერძისთვის საუკეთესო პარტნიორია ლომი. ისინი იდეალურად უგებენ ერთმანეთს, ითვალისწინებენ ერთმანეთის სურვილებს და ამიტომაც, იდეალურად ეწყობიან.


კურო

მგრძნობიარე კუროსთვის სექსში იდეალური პარტნიორი ქალწულია, რომელიც ბოლომდე ეცდება ასიამოვნოს საყვარელ ადამიანს. ამ წყვილს ძალიან მოსწონს სექსი რომანტიკულ გარემოში.


ტყუპები

ტყუპები სექსშიც მოთამაშეა და უყვარს მრავალფეროვნება. მისი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება  უპრობლემოდ შეუძლია სასწორს. ეს ორი სექსის დროს არასდროს მოიწყენს.


კირჩხიბი

კირჩხიბისთვის მთავარი სიმყუდროვე, დაცულობის შეგრძნება და პარტნიორთან ემოციური კავშირია. მიუხედავად მორიელის მაცდური ბუნებისა და მოზღვავებული სექსუალური ენერგიისა, მისთვისაც, კირჩხიბის მსგავსად, მთავარი მაქსიმალური სიმყუდროვეა.


ლომი 

ლომებს სექსის დროსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ. მშვილდოსანი სხვა ნიშნებთან შედარებით უკეთ შეძლებს ლომს თავი სასურველად და გამორჩეულად აგრძნობინოს.


ქალწული

ქალწული საწოლში უფრო პრიმიტიული და მარტივია, მაგრამ სიამოვნების როგორც მიღება, ისე მინიჭება ძალიან უყვარს. გაწონასწორებული და მშვიდი თხის რქა ქალწულისთვის საუკეთესო სექსუალური პარტნიორია.


სასწორი

სასწორის აღგზნების წყარო უფრო გონებაა, ვიდრე სხეული. პარტნიორთან ხელოვნებაზე საუბრითაც შეიძლება აღიგზნოს და მუსიკის მოსმენითაც. სასწორის სექსუალურ ფანტაზიებს იდეალურად მერწყული დააკმაყოფილებს.


მორიელი

მაცდური მორიელი თავს ყველაზე კარგად თევზებთან გრძნობს. ეს წყვილი ურთიერთობს პრინციპით – „რაც მეტი სექსია, მით უკეთესია.“


მშვილდოსანი

მშვილდოსანი სპონტანურია და სიახლეებისთვის მუდამ მზად არის. ახალი რაღაცების გამოგონებაში კი ლომი საუკეთესოა, ამიტომაც, ეს ორი სექსში იდეალური პარტნიორები არიან.


თხის რქა

თხის რქები ძალიან ფრთხილად არჩევენ პარტნიორს. არ ჩქარობენ, ცოტათი ნაჭუჭიდან გამოსვლასაც საჭიროებენ. მგრძნობიარე კურო თხის რქას გახსნაში ეხმარება და საბოლოო ჯამში, ისინი იდეალურ სექს-პარტნიორებად ყალიბდებიან.


მერწყული

მერწყულებს არ უყვართ საკუთარ სურვილებზე საუბარი. სიტყვების გარეშე მათი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილება კი გამჭრიახ სასწორებს შეუძლიათ. 


თევზები

რომანტიკული, მგრძნობიარე თევზებისთვის პარტნიორზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. ის მარტივად პოულობს საერთო ენას ვნებიან მორიელთან. 

სრული ვერსიის ნახვა regarder.ge