ბელა ალანია: შალვას სარკაზმი სამშობლოს სიყვარულითაა გამოწვეული

  • თბილისელები
  • 18 სექტემბერი 19:25, 2020 წელი

პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი და მისი მეუღლე ბელა ალანია 28 წელია ცოლ-ქმარი არიან. ბელა, მეუღლეს, კეთილშობილ და მოსიყვარულე ადამიანად ახასიათებს. ამბობს, რომ ქმარს, პოლიტკური შეხედულებების მიუხედავად არ შეუძლია ვინმე სძულდეს.

ალანიას თქმით, შალვა ნათელაშვილი ოჯახში რადიკალურად განსხვავებულია და ის სახლში სიმშვიდეს, სიმყუდროვესა და იდილიას ეძებს.


შალვა ბუნებით იმდენად კეთილშობილია, სიძულვილი არ შეუძლია. დამიჯერეთ, მაშინაც კი, როცა სარკაზმად იყენებს თავის იუმორს და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავედ საუბრობს, ისინიც კი არ სძულს. ეს სიძულვილის ენა არ არის, უბრალოდ, ეს ჩვენი სამშობლოს სიყვარულითაა გამოწვეული. არ არის მისი ცხოვრების თვითმიზანი, იყოს მწვავე და რადიკალურად აკრიტიკოს პოლიტიკოსები. ეს გამოწვეულია იმ რეალობით, სადაც ვცხოვრობთ. სახლში კარდინალურად განსხვავებულია. ოჯახში ის ეძებს სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, იდილიას. სახლი მისთვის თავშესაფარია, სადაც მწვავე ვერ იქნება. თუმცა, მისგან ოჯახის წევრებიც ვიღებთ შენიშვნებს, თუმცა, დაუმსახურებელს – არა (იცინის)“, - აცხადებს ბელა ალანია.


 

წყარო: თბილისელები