5 ქართველი ფეისბუკ-ვარსკვლავი, რომელთა ,,ფრენდებში" გოგონების ტევა არ არის
- 17 სექტემბერი 12:19, 2020 წელი
დაიჯესტი წარმოგიდგენთ ფეისბუქის ყველაზე პოპულარულ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებსაც სოციალურ ქსელში ათასობით გამომწერი ჰყავთ.
ამ ბიჭების მეგობრებში გოგონების ტევა არ არის.
გივიკო დიდია - გურული ბიჭი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია ნათი ბებოზე და „ტასოიაზე“, მას facebook-ზე 228 361-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
საზოგადოება გივიკოს ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს ყოველთვის მოუთმენლად ელის.
პაატა ჭონიაშვილი - საზოგადოებამ პაატა გადაცემა „მასტერშეფიდან“ გაიცნო, თუმცა ყველაფერი იქ არ დასრულებულა. მან საზოგადოებას განსაკუთრებით კი მოზარდებს თავი უზომოდ შეაყვარა „ტიკ-ტოკზე“ გადაღებული სახალისო ვიდეობით. ის დღეს საკმაოდ წარმატებული ინფლუენსერია.
გიორგი დანელია - იუთუბერი, რომელიც საზოგადოებას ორიგინალური ვიდეობით ხშირად ანებივრებს. გიორგის არხზე ნახავთ, როგორც ამაღელვებელ პირად ისტორიებს, ისე საინტერესო Unboxing-ებს, განხილვებს და სახალისო ჩელენჯებისა და ექსპერიმენტების ვიდეოებს.
დანელიას არხს Verified სტატუსი და YouTube-ის ოფიციალური არხის ემბლემა მიენიჭა. მისი პოპულარული ვიდეოები კი მილიონამდე ნახვას აგროვებს.
საქართველოში, სადაც YouTube-ზე საინტერესო ქართული პირადი არხების რაოდენობა შეზღუდულია, ეს ნამდვილად დიდი პატივი და მიღწევა არის.
მას faceebok-ზე 9161-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
გიორგი სარიშვილი საქართველოს დრიფტის ფედერაციის პრეზიდენტია, ამჟამად მიჰყავს გადაცემა „უხეში ტესტ დრაივი“, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
საეჭვო კაცი - კორონავირუსის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული პოპულარულობა მოიპოვა მისმა ვიდეოებმა, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებდა.
მას faceebok-ზე 125 731-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ვინ არის თქვენი რჩეული?