საქართველოში COVID19-ის 179 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი

  • 17 სექტემბერი 10:39, 2020 წელი

საქართველოში COVID19-ის 179 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 2 937 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1422 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.