მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა

  • 17 სექტემბერი 10:05, 2020 წელი

მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა. ბოჯგუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მომღერლის დედა, მანანა გვასალია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„ამ დღის სულ მეშინოდა..... ჯაბა აღარ მყავს... შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი. სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა ჩემო ერთადერთო“, - წერს მანანა გვასალია.


შეგახსენებთ, ჯაბა 12 წლის წინ დააპატიმრეს და გულის შეტ​ევა ციხეში მოუვიდა, კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა.