დღის რჩევა: ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, ნუ აყვებით პროვოკაციებს

  • fortuna.ge
  • 17 სექტემბერი 10:02, 2020 წელი

მიხეილ ცაგარელის 17 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი „ფორტუნა“ ავრცელებს.

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ. ამ დროს, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ასევე ახალმთვარეობაა, მზისა და მთვარის ენერგიები ერთმანეთს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანშიშეერწყმება. ეს მოვლენა კი დღის განმავლობაში ტრავმულ-ავარიულ სიტუაციებს შეუწყობს ხელს. მოიმატებს კონფლიქტური სიტუაციები.


პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს,  ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნეგატიური დღეა ახალი საქმის დასაწყებად, ყიდვა-გაყიდვისთვის, ფულის გასესხებისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის, მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას.


ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ყელის ზონა და ელენთა. ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.


დღის ფერები და მინერალები  – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი და ნარინჯისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, აქატი, მალაქიტი და ონიქსი. ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.


ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, დღე დაძაბულია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge