შესაძლოა, კაცთა უფლებების/,,ქალებისგან თავდაცვის'' ორგანიზაცია შეიქმნას _ აი, ვინ არის ჩცდ-ის ზაზას პროტოტიპი (ვიდეო)

  • 17 სექტემბერი 00:34, 2020 წელი

ჩემი ცოლის დაქალები ბოლო წლებში ყველაზე პოპულარული და ცხოვრებისეული ქართული სერიალია. ეკრანის წინ განვითარებული მოვლენები ჩვენს რეალობაში ხშირად  იჩენს თავს. 

არავის ეპარება ეჭვი, რომ სერიალის პერსონაჟებს სინამდვილეში თავიანთი პროტოტიპები ჰყავთ და გამორიცხული არც ისაა, რომ პერსონაჟი არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანის ხასიათის შტრიხების გაერთიანებით იქმნებოდეს. 


მსახიობ გიორგი გურგულიას დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ჩცდ-ის პერსონაჟები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. გურგულიამ პოპულარობა მოიპოვა ფილმებით: „ორფეოსის სიკვდილი“, „კაცი საელჩოდან“ და „გასეირნება ყარაბაღში“


ცოლის მიერ ოჯახურ ძლადობაში დადანაშაულებული მსახიობი გუშინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას,  კაცთა უფლებების დაცვის ორგანიზაცის შექნის ინიციატივით გამოვიდა და ეს საქმე საკუთარ თავზე აიღო:


„არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კაცების უფლებებს იცავს. მე პირდაპირ ვიძახი, რომ ამ ორგანიზაციას ჩავუდგები სათავეში. კაცის უფლებები ამ ქვეყანაში უნდა დაიცვან. ეს ყველაფერი არის ქართული ოჯახების დანგრევისკენაა მიმართული და ამას წინ ყველანაირად აღვუდგები“.


ამ განცხადების მოსმენის შემდეგ ჩცდ-ის ერთგულ მაყურებელს  აუცილებლად გაახსენდებოდა ზაზა, რომელიც გურგულიას მსგავსი წინადადებით რამდენიმე სეზონის წინ გამოვიდა.


 



 ისღა დაგვრჩენია, სერიალის ყურადღებით ყურება გირჩიოთ.  ასეთ შემთხვევაში, რეალობაშო ნანახი ამბები აღარც გაგაკვირვებთ, აღარც გაგოცებთ და აღარც შეგაშფოთებთ.