ცაგარელი: არასწორ დროს დაწურული ყურძენი ცუდ სიმთვრალესა და საშინელ ნაბახუსევს იწვევს

  • თბილისელები
  • 16 სექტემბერი 16:29, 2020 წელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, მოსავლის აღება-დაბინავების პროცესში მთვარის ფაზებსა და კონკრეტულ დღეებს დიდი მნიშნელობა აქვს. როგორც ასტროლოგი ამბობს, არსებობს მთვარის სატანური დღეები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ცაგარელი ამბობს, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე, მეცხრამეტე და ოცდამეცხრე დღე.

ამ დროს დედამიწაზე მთვარიდან ნეგატიური ენერგია მოდის, რაც ჯანმრთელობის გაუარესებას, ტრავმებს, კონფლიქტებს, ავარიებს, გუნება-განწყობის გაუარესებას უწყობს ხელს. ეს, ნეგატიურად აისახება მცენარეებზეც.  მათი დამოკიდებულება მთვარის ენერგიების მიმართ მეტად ფაქიზია. კონკრეტულ დღეებში, როცა მთვარიდან ნეგატიური ენერგია მოდის, ის ამ ენერგიით ავსებს ხილს, მაგალითად, ვაზს და ის წვენი, რომელიც გამოიყოფა ყურძნის მტევნიდან, მთვარის ნეგატიური ენერგიითაა გაჯერებული.

ძალიან მძიმეა ახალი მთვარის დღე. ამის დამადასტურებელია სატანური დღეები. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ამ დღეებში ყურძენი არც დაკრიფოთ, არც დაწუროთ და არც შეინახოთ. ნეგატიურ დღეებში დაკრეფილ-დაწურული ყურძენი, ადამიანის ცუდი სიმთვრალის გარანტიაცაა.

მზის დაბნელების დღეებში დაწურულ ღვინოში დიდი აგრესია და ნეგატიური ენერგია დევს. თუ მას ახალ მთვარეზე ან სატანურ დღეს დალევთ, მაშინ პათოლოგიური სიმთვრალე ნამდვილად გელით.

 

წყარო: თბილისელები