ვწევართ ჯოჯოხეთში, 10 თვის ბავშვი მიბმული მყავს ლოგინზე - რას წერს ხატია სიჭინავა

  • 15 სექტემბერი 14:47, 2020 წელი

ცნობილი ტელესახე ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კოვიდინფიცირებულების შესახებ წერს. როგორც პოსტიდან ვიგებთ, ხატიას ქუთაისიდან მიწერეს უსიმპტომო პაციენტის შესახებ.

„მწერს ქუთაისიდან ქალბატონი.


გუშინ მოადგნენ ჩემს მოხუცებულ მეზობელს, რომელსაც დაუდასტურეს უსიმპტომო კოვიდი (ანუ არაფერი არ ჭირს) და გადაიყვანეს საავადმყოფოში.


2 საათში ტესტირება მოგვთხოვეს ყველა მეზობელს და ჩემს 10 თვის ბავშვს აღმოუჩინეს ასევე უსიმპტომო (ბავშვს ღმერთის წყალობით ასევე არაფერი არ სჭირს) გადაგვიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მოგვცეს რეგიდრონი და ყელის სპრეი.


ვწევართ ჯოჯოხეთში სადაც ყურადღებასაც არ გვაქცევენ და სრულიად ჯანმრთელი ბავშვი მიბმული მყავს ლოგინზე. არ ვიცი როგორ ვუშველოთ თავს.


ტელევიზიებო! ჟურნალისტებო! კარგად გამოგდით გამოძიება!


მოიძიეთ უსიმპტომო პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობის მეთოდი! სწორედ ესენი ემატებიან ყოველდღიურად ამათ გამოქვეყნებულ ციფრებს“,- წერს სიჭინავა.