კომაროვსკი: ბავშვის ჯანმრთელობას კორონავირუსზე მეტად სახლში ჯდომა აზიანებს

  • 15 სექტემბერი 12:55, 2020 წელი

​ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი დისტანციური სწავლების საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.

კომაროსვსკი აცხადებს, რომ ბავშვების სახლში გამოკეტვა პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა სამედიცინო კუთხით - არა, რადგან სახლში გამოკეტილ ბავშვს ჯანმრთელობის კუთხით პრობლემები ექმნება.


„ვფიქრობ, რომ მსგავსი ზომების მიღება პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულია, თუმცა, თუ მედიცინის პერსპექტივიდან შევხედავთ, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებს სკოლაში სიარულის უფლება მისცეს. რომელიმე ბავშვი თუ დაავადდა, ღმერთმა ნუ ქნას და შედეგი რომ ლეტალური აღმოჩნდეს, ეს ყველაფერი მთავრობის პასუხისმგებლობაა. ამ კუთხით თუ შევხედავთ, ლოგიკურია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა დაიხუროს. ამასთან, აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ როდესაც ბავშვი სახლშია გამოკეტილი, მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება. სახლში ჯდომა ბავშვის ჯანმრთელობას უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე კორონავირუსი. ის სოციალური უნარების განვითარებას ვეღარ ახერხებს, ნაკლებად მოძრაობს, ბავშვი პასიურია, შესაძლოა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლადაც იქცეს, მატულობს უბედური შემთხვევების რიცხვიც, ძალიან გახშირდა ბავშვების ფანჯრიდან გადმოვარდნის სამწუხარო ფაქტები. ბავშვები თამაშის დროსაც ბევრ რამეს აზიანებენ, შესაძლოა, ხანძარიც გააჩინონ. ჩაკეტილ რეჟიმში ყოფნა მათ მრავალმხრივ ზიანს აყენებს.“


 


„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ვეთანხმები იმაში, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე ვირუსი არსად გაქრება. იმისთვის, რომ ვაქცინა შეიქმნას და გამოვიყენოთ, ორი წელი მაინც არის საჭირო. ვირუსის შესუსტებასაც დაახლოებით ამდენი დრო სჭირდება. ამის შემდეგ ადამიანები დამშვიდდებიან, რა თქმა უნდა, თუ რაიმე ახალი ვირუსი არ გაჩნდება,“ - განაცხადა ევგენი კომაროვსკიმ.