პირველკლასელებს ეკრანიდან გაკვეთილები არ უნდა ჩაუტარდეთ - რჩევები შალვა ამონაშვილისგან

  • 15 სექტემბერი 12:53, 2020 წელი

საქართველოში სწავლა ოფიციალურად 15 სექტემბერს საქართველოში  იწყება, თუმცა კორონავირუსის გამო, ცვლილებები სასწავლო რეჟიმსაც შეეხო. სკოლაში მისვლა, მასწავლებლებისა და მეგობრების გაცნობა, მერხთან ჯდომა, კლასელების ტირილი, დედის მონატრება, ხელის აწევა - „მას, მას"-ის ყვირილი, ზარის დარეკვა, „ბუფეტში“ ჩასვლა_ დროებით ეს ყველაფერი „ზუმით“ ჩანაცვლდება. 

 

 

სასკოლო ოთახი სახლის ერთი კუთხით შეიცვლება, სადაც დიდ ეკრანზე ბავშვს უცნობი ადამიანი _  მასწავლებელი დახვდება.


საინტერესოა, როგორ აღიქვამენ პირველკლასელები სწავლის დაწყებას სკოლისა და მერხის გარეშე, საკუთარ სახლში, საკუთარ ოთახსა და ოჯახურ გარემოში.


დაიჯესტს  პირველკლასელების შესახებ პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი ესაუბრა.


მისი თქმით, ბავშვი გაუგებრობაშია, როდესაც ეკრანზე უყურებს მასწავლებელს და იქიდან უწევს სიახლეების ათვისება. 


„ბავშვი ჯერ მზად არააა ეკრანზე უყუროს მასწავლებელს. ვურჩევდი, რომ ჯერ თავი გააცნონ, როგორც მშვიდი, მოალერსე მასწავლებელი და არ ჩაატარონ ეკრანიდან გაკვეთილები. ბავშვებს გაუგებარი წარმოდგენა შეექმნებათ არა მარტო მასწავლებელზე, არამედ სასკოლო ცხოვრებაზეც. ისინი, ბუნებიდან გამომდინარე, სიახლეებს დაეძებენ და მათთვის ეკრანთან ჯდომა რთული იქნება . აგრეთვე, ეკრანზე არ ხდება ისეთი ლამაზი ამბები, როგორიც საკლასო ოთახში. შესაბამისად, მასწავლებელი ვერ დააკავებს პირველკლასელს, რომ აუხსნას რა არის „აი ია“, - ამბობს ამონაშვილი.


ის მშობლებსა და მასწავლებლებს ურჩევს ჰქონდეთ სწორი კომუნიკაცია და ერთიანი ძალისხმევით ასწავლონ ბავშვებს.


„ვიდრე მასწვალებელი პირადად არ შეხვდება ბავშვს, არ ჩახედავს თავლებში, არ ეტყვის სასიყვარულო სიტყვებს, ეკრანიდან გაკვეთილები არ უნდა ჩაატაროს. ეკრანიდან პირველკლასელისთვის გაკვეთილის ახსნა გაუგებარი იქნება. დაველოდოთ იმ დღეს, როცა ბავშვები სკოლებში წავლენ. სანამ ეს დღე მოვა, ბავშვს ჯობია მშობელმა თავად ასწავლოს მცირედი. მასწავლებელი მშობელს უნდა ეკონტაქტოს, მისცეს დავალებები, რათა ბავშვი არ ჩამორჩეს სასწავლო პროგრამას. მან  მშობელს ბავშვის მეცადინეობის მეთოდები უნდა გააცნოს - როგორ გადაუშალოს „დედა ენა“, რა წააკითხოს, როგორ წააკითხოს, ამაზე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს“,- აღნიშნა დაიჯესტთან საუბრისას ამონაშვილმა.