ისრაელში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

  • fortuna.ge
  • 14 სექტემბერი 00:20, 2020 წელი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

მოქალაქეებს  გადაადგილების უფლება შეეზღუდებათ, საგანმანათლებლო დაწესებულებები დაიხურება,  კაფეები და რესტორნები კი ფუნქციონირებას შეწყვეტს.


ცნობისთვის, ისრაელში, ბოლო კვირების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა 3000-დან 5 000-მდე მერყეობს.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge