დღის რჩევა: ამბიციები და ამპარტავნება აკონტროლეთ

  • fortuna.ge
  • 13 სექტემბერი 10:07, 2020 წელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:00-დან 19:35 საათამდე, როცა მთვარის ნეგატიური ენერგია განსაკუთრებით გაძლიერდება.

მძღოლებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, რათა გაფანტული ყურადღება ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი არ გახდეს.

ამბიციები და ამპარტავნება აკონტროლეთ , არ ღირს ტრაბახი და სხვებისთვის საკუთარი აზრის თავსმოხვევა, მოერიდეთ ჭორებს და ინტრიგებს, სარისკო და დაუფიქრებელ მოქმედებას.

სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ხელსაქმისათვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. 

დღის ფერებია მწვანე, თეთრი, ყვითელი, წითელი, იისფერი და ვერცხლისფერი. მინერალური ქვებიდან, ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ყვითელი იასპი, ბრილიანტი და სარდიონი  თქვენს ბუნებრივ შარმს გააძლიერებენ.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge