დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება
- 11 სექტემბერი 10:12, 2020 წელი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 11 სექტემბერს სამაგისტრო გამოცდის აპელაციის, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება.
„დღეს, 11 სექტემბერს გამოქვეყნდება:
11:00 საათზე - საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგები;
13:00 საათზე - საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირების შედეგები;
14:00 საათზე - სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.