ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრემიერი ისევ გიორგი გახარია იქნება, რომელმაც კრიზისის პირობებში გამოავლინა კარგი კრიზის-მენეჯერის თვისებები - ნიკოლოზ მჭედლიშვილი

  • 10 სექტემბერი 23:28, 2020 წელი

„ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყანას ეყოლება სტაბილური მთავრობა არჩევნების შემდეგ, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს”,- ამის შესახებ ექპსერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და „ქართული ოცნების“ მხრიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას დასახელებას ეხმაურება.

„ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა საარჩევნო პროპორციული სიის პირველი ოცეული და დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრემიერი ისევ გიორგი გახარია იქნება, რომელმაც კრიზისის პირობებში გამოავლინა კარგი კრიზის-მენეჯერის თვისებები. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყანას ეყოლება სტაბილური მთავრობა არჩევნების შემდეგ, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს”,- აღნიშნავს მჭედლიშვილი.


მჭედლიშვილის თქმით, საინტერესოა როგორი იქნება შემდეგი სია:


„პირველ ოცეულში არიან ძველი სახეებიც და დეპუტატობის ახალი კანდიდატებიც, ის ხალხი, ვინც თავ-თავიანთ სფეროში წარმატებებს მიაღწია. საინტერესოა, როგორი იქნება მეორე ოცეული, მესამე ოცეული და მეოთხე ოცეულიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე ოცეულის გაყვანის რეალური შანსები აქვს „ოცნებას", ჩემი აზრით. ამას დაემატებიან მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულებიც. ასე, რომ საინტერესოა დარჩენილი სია როგორი იქნება”,- წერს ექსპერტი.