მინდა მთელი ჩემი რესურსი, კავშირები და შესაძლებლობები გამოვიყენო, რათა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიბრძოლო საქართველოს წარმატებისთვის - ვიქტორ სანიკიძე

  • 10 სექტემბერი 21:58, 2020 წელი

„სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ეს არის ახალი გამოწვევა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეცამეტე ნომერმა ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, ის უკვე წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“ და მისი სურვილია საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს ქვეყნის წარმატებისთვის:


„დაახლოებით 15 წლის მანძილზე ვიბრძოდი და ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას. დღეს უკვე წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას“ და მინდა მთელი ჩემი რესურსი, კავშირები და შესაძლებლობები გამოვიყენო, რათა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიბრძოლო საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.