12 წლის მხიარული გოგოს სევდიანი ისტორია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს (ვიდეო)

  • 10 სექტემბერი 22:17, 2020 წელი

„საზოგადოებრივი მაუწყებელის“ სიუჟეტს „ოჯახის 12 წლის მარჩენალი“, სადაც სიმინდის გამყიდველი მარის სევდიანი ისტორიაა მოთხრობილი უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

ჟურნალისტმა ნინუცა კახნიაურმა, რომელმაც სიუჟეტი მოამზადა დაწერა, რომ მისთვის თანხას აგროვებს და უკვე 700 ლარზე მეტია ჩარიცხული.


„ეს ფერადი, მხიარული გოგო სანაპიროზე მოვიდა და გვთხოვა, სიმინდი გვეყიდა, რომ დედასთვის წამალი ეყიდა და მიეტანა.


ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვწერა და დახმარების სურვილი გამოთქვა, მარის არ აქვს არც ტელეფონი, არც ანგარიშის ნომერი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩემი ანგარიშის ნომერი დაგვედო, სადაც მოვუგროვებთ თანხას და მივუტანთ.


ნახევარ საათში 700 ლარზე მეტი ჩაირიცხა. რიცხავენ, ვისაც რისი საშუალება აქვს, 2 ლარს, 3 ლარს, 50-ს და 100-ს, ყველა ახალ მესიჯზე მართლა მეტირება და მიხარია, რომ დილას რომ გაიღვიძებს, ფბ-ზე ნახავს, მის თავს რა ხდება“- წერს ჟურნალისტი.


12 წლის ოჯახის მარჩენალის დასახმარებლად შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ ნინუცა კახნიაურის ანგარიშზე:


GE30TB7124345061100045