Wendy's-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • 10 სექტემბერი 20:02, 2020 წელი

ქუთაისში, Wendy's-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფორმაცია ამის შესახებ დაიჯესტს ვენდისის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ვენდისში“ ქუათაისის N32 საჯარო სკოლის თანამშრომლები იყვნენ და ვირუსიც, სავარაუდოდ, მათგან გავრცელდა.


შეგახსენებთ, რომ N32 სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.


ინფორმაციისთვის, დღეს, 10 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-მდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 1334-მდე გაიზარდა. ამ დროის მონაცემების მიხედვით კი ვირუსი, 19 ადამიანმა ვერ დაამარცხა.