არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პირადი ნივთები დაზიანებულია - ბასილაშვილის ძმა ნელი დოროყაშვილზე

  • primetime.ge
  • 10 სექტემბერი 18:51, 2020 წელი

მსოფლიოს 25-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მეუღლემ, ნელი დოროყაშვილმა, ძალადობაში დაადანაშაულა. დოროყაშვილის ადვოკატები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან ჩოგბურთელის მოგებული თასები დააზიანა.

„პრაიმტაიმთან“ ჩოგბურთელის ძმა, თენგო ბასილაშვილი ამბობს, რომ ფოტომასალის გარდა, არსებობს სხვა ვიდეო ჩანაწერიც, სადაც ჩანს დამტვრეული თასები. რის მიხედვითაც, დოროყაშვილის ადვოკატები ცრუობენ.


„სხვას ვერც ვერაფერს ვერ იტყოდა, ნელი ხშირად აკეთებდა ხოლმე ასეთ რამეს. თასების დამტვრევასთან ერთად სხვა პირად ნივთებსაც აზიანებდა. თასების დამტვრევას კი ვადასტურებ. ვიდეოც არსებობს, რომ ნამდვილად დაზიანებულია“, – აცხადებს თენგო ბასილაშვილი.


 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge