სატელეფონო მიმოწერები წაშალეს - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ ჩიქოვანის დედა

  • mtavari.tv
  • 10 სექტემბერი 13:28, 2020 წელი

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განხრახ მკვლელობის ბრადლებით დაკავებული „ტოიოტას ქამრის“ მგზავრების სასამართლო პროცესი მცხეთის საქალაქო სასამართლში იწყება.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები მოითხოვენ, დაუშვებელ მტკიცებულებად ცნონ მოწმეთა ჩვენებები და მედიაში გავრცელებული ციხის ვიდეოკადრები.


პარალელურად, შესაძლოა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალი წაუყენონ გიორგი შაქარშვილის მეგობრებს, გური ამირხანაშვილსა და ვახტანგ ახვლედიანს, რომლებმაც, საქმის მოწმის, მარიამ ხატისკაცის ჩვენების თანახმად, პირველებმა გაიგეს შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, თუმცა პოლიციაში არ დარეკეს.


აგრეთვე, სასამართლო პროცესს ესწრებიან დაკავებულების ოჯახის წევრები. ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის დედა ამბობს, რომ  საგამოძიებო უწყებამ თავისი შვილისა და 2 სხვა ბრალდებულის, არჩილ გაგნიძისა და ნიკოლოზ რევაზიშვილის მიმოწერები წაშალა.


„ტელეფონები წაშალეს თვითონ. გაგნიძისაც, ვახოსიც და რევაზიშვილისაც. არ ვიცი ვინ წაშალა,“ - ამბობს ჩიქოვანის დედა.


ინფორმაციისთვის, 19 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, 11 საათისთვის შეატყობინა. ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. 

სრული ვერსიის ნახვა mtavari.tv