ლიკა ყაზბეგი: მინდა, დავამსხვრიო მითი ჩემ შესახებ - სინამდვილეში მე არ ვარ...

  • თბილისელები
  • 9 სექტემბერი 13:18, 2020 წელი

სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ლიკა ყაზბეგი საკუთარი ხასიათის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. ამბობს, რომ მასში მოხევური სიხისტე ჭარბობს და არც იმდენად თბილია, რამდენადაც საზოგადოებას მასზე წარმოდგენა აქვს.

„მინდა, დავამსხვრიო მითი ჩემ შესახებ: სინამდვილეში მე არ ვარ თბილი ადამიანი. ზოგადად, მოხევეები არიან ხისტები და რეალურად მეც საკმაოდ ხისტი ვარ. ადრე უფრო ხისტი ვიყავი, მაგრამ მერე ჩემში ტრანსფორმაცია მოხდა. მოხევეები ძალიან პირდაპირები არიან, დიპლომატია თითქმის არ გააჩნიათ და მიუხედავად იმისა, რომ დედით თაბუკაშვილი ვარ და ნახევრად იმერლობა წამდგომოდა... არა! თხემით ტერფამდე მოხევე ვარ. მიყვარს მოხევეები და ვამაყობ. მაგალითად, შემეძლო, დიპლომატიურად მეთქვა ადამიანისთვის, ისე, რომ არ სწყენოდა, თუმცა, პირდაპირ მიმიხლია სიმართლე. ზოგადად, ბევრი სიხისტე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ამით სხვებისთვისაც მიტკენია გული და მეც ბევრჯერ მტკენია“, - ამბობს ლიკა ყაზბეგი.

წყარო: თბილისელები