რატომ არის დაბადების დღის შემდეგ 12 დღის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანი?

  • თბილისელები
  • 9 სექტემბერი 11:58, 2020 წელი

დაბადების დღე - ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. იმისთვის რომ მთელი წელი წარმატებული იყოს, აუცილებელია არა მხოლოდ პირადი დღესასწაულის აღნიშვნა, არამედ მისი მომდევნო 12 დღის შესაბამისი წესებით დაცვა.

– იმისთვის, რომ დაბადების დღის შემდეგ ყველაფერი ბედნიერად წავიდეს, სტუმრების რაოდენობა წყვილი უნდა იყოს, მაგრამ თუ წვეულების გამართვის საშუალება არ გაქვთ, მარტოც კი უნდა აღნიშნოთ საკუთარი იუბილე.


სახლში რომ იღბალი და კეთილდღეობა იყოს, ამ დღეს სესხება-გასესხება და მოწყალების გაცემაც კი არ შეიძლება. ტანსაცმელიც საგანგებოდ უნდა შეარჩიოთ, მაგრამ თუ დაგესვარათ ან გაგეხათ, გამოიცვალეთ, ოღონდ აუცილებლად დააყოლეთ: „უკეთესის სანაცვლოდ“.


დაბადების დღის წინასწარ აღნიშვნა კატეგორიულად აკრძალულია. მას შეიძლება, ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვეს. ჭურჭელი თუ გატყდა, შეაგროვეთ ნამტვრევები და სახლიდან მეორე დღეს გაიტანეთ. თუ დაბადების დღის წინ ავად გახდით – ცუდის ნიშანია, მთელი წელი გაგყვებათ ჯანმრთელობის პრობლემები.


არანაკლებ მნიშვნელოვანია იუბილეს შემდგომი 12 დღე. ადამიანი თუ სწორად გაატარებს საიუბილეო თარიღის შემდგომ 12 დღეს - სიმბოლოდ 12 თვისა, მომდევნო დაბადების დღემდე. მათგან ყოველი დღე ცხოვრების ამა თუ იმ სფეროს განაგებს.


პირველი დღე პირადად თქვენია და მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ: ეს იქნება თვითანალიზი, წარსულ ქმედებათა შეჯამება, დაშვებულ შეცდომებში გარკვევა თუ მომავლის დაგეგმვა.


მეორე დღე მატერიალური კეთილდღეობისაა: მთელი წლის ფინანსური წარმატება სწორედ ამ დღეს დაგეგმილ ბიუჯეტზე, აუცილებელი ხარჯების სიის შედგენაზეა დამოკიდებული.


მესამე დღე საქმიან და მეგობრულ კავშირებს დაუთმეთ. დაიწყეთ ახალი პროექტი, გახსენით საკუთარი საქმე ან შეუდექით რაიმეს შესწავლას.


მეოთხე დღე - სახლს დაოჯახს ეკუთვნის: გაატარეთ ის ნათესავებთან, გადით სასაფლაოზე და პატივი მიაგეთ გარდაცვლილ ახლობელთა სულებს.


მეხუთე დღე - გართობასა და დასვენებას მიუძღვენით: სასიამოვნო კომპანიაში გაატარეთ და ნუ იფიქრებთ სამუშაოსა და ოჯახურ პრობლემებზე.


მეექვსე დღე - ჯანმრთელობას დაუთმეთ: შეგიძლიათ დაიწყოთ დიეტა, დაკავდეთ სპორტით. ფსიქიკაზე დადებითად იმოქმედებს ცხოველებთან ურთიერთობა - ეწვიეთ ზოოპარკს.


მეშვიდე დღე - შეყვარებულს არ ეჩხუბოთ, სახლში სიმშვიდე და ჰარმონია უნდა სუფევდეს, თუ სასამართლო პროცესი გაქვთ, გადადეთ, თორემ არასასურველი შედეგი მთელ წელს ჩაგაშხამებთ.


მერვე დღე  სამყაროს საიდუმლოებებს უკავშირდება: ამ დროს სიმშვიდეს მოიპოვებთ მარტოობაში და ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს - აუცილებლად ახდება.


მეცხრე დღე სულიერ და მორალურ განვითარებას დაუთმეთ: შეისწავლეთ რაიმე ახალი და მხოლოდ პოზიტივზე იფიქრეთ.


მეათე დღე - მხოლოდ იმ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, დადებითად რომ იმოქმედებს პირად ცხოვრებაზე, კარიერაზე, ჯანმრთელობაზე... მოაგვარეთ კონფლიქტები და დაალაგეთ ურთიერთობები.


მეთერთმეტე დღე - ეძღვნება ახალ, სასარგებლო გატაცებას, კარგად ჩაივლის ყველანაირი ცვლილება: საცხოვრებლის შეცვლა, ქორწინება, ბიზნესის წამოწყება, იმიჯის შეცვლა, სასწავლებელში ჩარიცხვა. ამ დღეს უნდა დაემშვიდობოთ ყოველგვარ უარყოფითს: მავნე ჩვევებს, არაკეთილისმსურველებს, საქმეს, რომელიც არ გიყვართ, ძველ ნივთებს... და ბოლოს,


მეთორმეტე დღე - პასუხისმგებელია შეზღუდვებსა და მტრებზე: ამიტომ პოზიტიური განწყობით უნდა გაატაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი საქმეების კეთება მოგიწევთ, რაც არ გსიამოვნებთ. მაგალითად, კარგი იქნება, თუ ამ დღეს გაერკვევით დაგროვილ პრობლემებსა და ანგარიშებში, მოახერხებთ მტერთან შერიგებას.

წყარო: თბილისელები