ნელი აგირბა მესამე შვილის დედა გახდა

  • თბილისელები
  • 9 სექტემბერი 10:50, 2020 წელი

ტელეწამყვანი ნელი აგირბა მესამე შვილის დედა გახდა. პატარას უფროსმა დებმა ნოა დაარქვეს. ნელი, უფროს შვილებთან და ნოას მამასთან ერთად, ბათუმში, მშობლიურ სახლში დაბრუნდა საცხოვრებლად.

ნელი აგირბა, მესამე შვილის დედობასა და მასთან დაკავშირებულ ემოციებზე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


– პირველად რომ ხდები დედა, ძალიან დაბნეული ხარ, ყველაფრის გეშინია. მეორედ რაღაცები უკვე იცი და ეს ბევრად გიმარტივებს საქმეს, მაგრამ მაინც რთულია, იმ თვალსაზრისით, რომ ორ ბავშვზე თანაბრად უნდა გადაანაწილო ყურადღება. მე დანაშაულის განცდა მქონდა, რომ არცერთს საკმარისს არ ვაძლევდი. მესამეს რაც შეეხება, რომ ამბობენ ხოლმე, ყველაფერს ალაგებსო, მართლა ეგეთი განცდა მაქვს. გამოცდილება ბევრი რამის გადალახვაში დაგვეხმარა. თუმცა, მხოლოდ ესეც არაა, ახლა ათი წლით დიდი ვარ, ვიდრე პირველ ბავშვზე ვიყავი და უფრო მარტივად ვხვდები, რა უნდა პატარას.


– გოგოებმა როგორ მიიღეს პატარა?


– ძალიან უხაროდათ, მაგრამ იმედი ჰქონდათ, რომ გოგო იქნებოდა. რომ გაიგეს ბიჭია, ეგეც მიიღეს და ნელ-ნელა ამასაც მოუნახეს პლუსები (იცინის). მათმა მთელმა სამეგობრომ იცოდა, რომ ძმას ელოდნენ და სახელი – ნოა გოგოებმა მოუფიქრეს.

წყარო: თბილისელები