იცოდით, რომ ქალის გულის გასაღები მასზე ეჭვიანობაცაა?

  • თბილისელები
  • 8 სექტემბერი 15:33, 2020 წელი

იცით რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის? სიყვარული და იმის ცოდნა, რომ მასზე ცოტათი ეჭვიანობთ. ნუ შესაძლოა თქვენ ამას არ დაეთანხმოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნდა ერთ ფრანგ ფსიქოლოგს, პიერ ლამბერტის.

როდესაც ქალი ლაღად და თავდაჯერებულად გრძნობს თავს, ეს კაცის მიმართ დამოკიდებულებაშიც ჩანს. ყურადღება ყველას მოსწონს, თუმცა კაცები არასოდეს ჭირვეულობენ იმის გამო, რომ დილა მშვიდობისა არ უსურვე.


ყურადღება ის წამალია, რომელიც  ქალის უგუნებობას მომენტალურად კურნავს, მოწყენილობას ისე უფანტავს . რომ უკუჩვენებები არ ახასიათებს. ყურადღების ჯადოსნური ძალით ქალი დაუძლეველ კომპლექსებსაც ივიწყებს.


ყველა ქალს მიაჩნია, რომ მასში რაღაც განსაკუთრებულია. თქვენც ნუ დატოვებთ მას რეაგირების გარეშე.


ეცადეთ არ გამოგეპაროთ არცერთი ცვლილება – ახალი ვარცხნილობა, ახალი კაბა ან ჩანთა. აუცილებლად შენიშნეთ და შეუქეთ. ამ შემთხვევაში ქალი იფიქრებს, რომ ფინანსები და დრო ტყუილად არ დაუხარჯავს და ეს ყველაფერი წვალებად ღირდა. თუ ცვლილებას უყურადღებოდ დატოვებთ, ამით ქალს ნამდვილად აწყენინებთ.


თუ გეჩვენებათ, რომ ქალი ძალიან ბევრს ითხოვს, უფრო კარგად დაუკვირდით რეალობას და აღმოაჩენთ, რომ მას სინამდვილეში ძალიან ცოტაც კი ჰყოფნის ბედნიერებისთვის. 

წყარო: თბილისელები