რა უნდა ქნათ თუ ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარება არ ჩაგრიცხვიათ

  • primetime.ge
  • 8 სექტემბერი 13:34, 2020 წელი

მოგეხსენებათ სახელმწიფომ ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების ჩარიცხვა პირველი სექტემბრიდან დაიწყო.

მოქალაქეების უმრავლესობას თანხა უკვე ჩაერიცხა. ხოლო მათ, ვინც დარეგისტრირებას სხვადასხვა მიზეზით ჯერაც ვერ ახერხებს, ან თანხა არ ჩარიცხვია, დეტალების დასაზუსტებლად ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 05 უნდა დაუკავშირდნენ. 


როგორც უწყებაში განუმარტეს, თანხმების ჩარიცხვა ეტაპობრივად მიმდინარეობს. დახმარება 10 სექტემბრამდე იმ ოჯახებს ერიცხებათ, რომლებიც ელექტრონულ ბაზაში 1-ელ სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ.


ცნობისთვის, კორონავირუსისი პანდემიის ფარგლებში წარდგენილი ატიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართვეოს მთავრობამ გადაწყვიტა რომ 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებზე 200-ლარიანი ფინანსური დახმარება გაეცათ.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge