გოგოებო, არავითარ შემთხვევაში აღარ წამოეგოთ „ყოფილების“ ახლებურ ჭიკჭიკს - ასტროლოგის გაფრთხილება

  • 8 სექტემბერი 12:36, 2020 წელი

ასტროლოგი სოფია ბზეკალავა პლანეტა მარსის რეტროგრანდულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ქალებს აფრთხილებს. ბზეკალავას ამბობს, რომ ყოფილი პარტნიორების მხრიდან მოსალოდნელია ურთიერთობების განახლების მცდელობა. 

ასტროლოგის რჩევით წყვილებს შორის წარსული ურთიერთობის აღდგენისთვის არასასურველი დროა.


„ათი სექტემბრიდან მარსი რეტროგრადული ხდება... გოგოებო, ქალებო  ღვედი შეიკარით, ღრმად ისუნთქეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ წამოეგოთ ისევ, უკან დაბრუნებული „ყოფილების“ ახლებურ ჭიკჭიკს რა თქმა უნდა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ვიღაცამ იქნებ ნოემბრის შუა პერიოდამდე ძველ პარტნიორთანაც აღადგინოს ურთიერთობები, მაგრამ თუ წყვილის შეხედულებები თვისობრივად და დიამეტრულად არ არის შეცვლილი და ორივე მხარე ახლებურად, მეტი პასუხისმგებლობით არ მოეკიდება ამ „რეანიმირებულ“ ურთიერთობებს, იცოდეთ რომ სიტუაცია მალე ისევ ჩიხში შევა პ.ს ჩემი სუბიექტური აზრით კი მკვდარ ცხენზე ჯდომას დროზე უნდა გადაეჩვიოს ადამიანი და არასოდეს უნდა დაბრუნდეს მასთან ვინც ოდესმე (არ აქვს მნიშვნელობა რა სახის „გამაპრავებელი“ მიზეზით) საკმარისად არ აფასებდა და ამცირებდა! იქონიეთ სითამამე, პირველ რიგში თავად შეიყვაროთ საკუთარი თავი და ამის მერე სამყაროსაც თამამად წარუდგინოთ პრეტენზია, რომ დიახაც ბევრად უკეთეს ადამიანს იმსახურებთ ცხოვრების მეგზურის სახით!“ - წერს ასტროლოგი.