მიხეილ სააკაშვილი გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა

  • 7 სექტემბერი 12:22, 2020 წელი

პოლიტიკური კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის დასახელებას კოალიციის ყველა პარტიამ დაუჭირა მხარი.


„ყველა პარტია შეთანხმდა, რომ „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. სააკაშვილის რესურსი საქართველოში უნდა იყოს გამოყენებული“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ


ინფორმაციისთვის, მანამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მისი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიში მოიხადა და ქვეყანაში დაბრუნება დააანონსა.


მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების გეგმა დღეს უნდა წარადგინოს.