კაცმა თავი „კანონიერ ქურდად“ გაასაღა და რამდენიმე მოზარდი 5000 დოლარად „მონათლა“

  • primetime.ge
  • 7 სექტემბერი 11:25, 2020 წელი

სომეხი მამაკაცი, რომელიც „ტელეგრამზე“ ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსით იყო დარეგისტრირებული, თაღლითი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ფულის სანაცვლოდ რამდენიმე მოზარდი „ქურდულ სამყაროს“ აზიარა და „მონათლა“.

გამოცემა „Московский комсомолец“ წერს, რომ აღნიშნული პირი სოციალურ ქსეში თინეიჯერებს უკავშირდებოდა, რომელთაც შავი სამყაროს სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე აყვანის სანაცვლოდ ფულს სთხოვდა.


მაგალითად, ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსის გაცემაში 700 დოლარამდე თანხას იღებდა, „კანონიერ ქურდად“ „კურთხევაში“ კი 5000 დოლარს.


გამოცემის ცნობით, მან ამ გზით ორი „ნათლობა“ ჩაატარა. ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებმაც მას თანხა ვითომდა „ქურდულ საერთოში“ შეტანის მიზნით გადაუხადეს, სჯეროდათ, რომ ისინი მართლაც „კანონიერ ქურდებად“ აკურთხეს.


კურთხევის ცერემონიას მამაკაცი სინამდვილეში „სკაიპის“ მეშვეობით საკუთარი სარდაფიდან ახდენდა, რომელიც ციხის საკნის მსგავსად მოაწყო, ახლობლები კი ე.წ. თანასაკნელების როლს ასრულებდნენ.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge