როდის ჩაუტარებენ საკეისრო კვეთას კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს?

  • 7 სექტემბერი 10:53, 2020 წელი

კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთას დღეს უტარებენ. ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერაცია დღის მეორე ნახევრისთვის იგეგმება.

ინფორმაციითსვის, დღეს, 7 სექტემბერს საქართველოში ინფიცირების კიდევ 34 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი.