რუსთავში დაჟინებული მზერის გამო კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ

  • inforustavi.ge
  • 7 სექტემბერი 00:44, 2020 წელი

„ინფო რუსთავის“ ცნობით,  30 წლის ახალგაზრდას 3 კაცი ფიზიკურად გაუსწორდა. მიზეზი ის იყო, რომ ნაცემი პირი ერთ-ერთი კაცის მეუღლეს ქუჩაში რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ფაქტი ქალის მეუღლის მეგობარმა დაინახა, რის შემდეგაც, საღამოს ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთ ბინაში დაიბარეს, სადაც მას თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი გაძარცვეს.


მომხდარის გამო სამივე მოქალაქე დაკავებულია.

სრული ვერსიის ნახვა inforustavi.ge