როგორ აგრძელებენ მუშაობას სექსმუშაკები კორონავირუსის პირობებში

  • formulanews.ge
  • 6 სექტემბერი 21:39, 2020 წელი

კორონავირუსის პანდემიის და სოციალური დისტანციის დაცვის საჭიროების მიუხედავად, საქართველოში, კონკრეტულად კი ბათუმში სექსინდუსტრია არ ჩერდება.

ბათუმის მასაჟის სალონებში ჩინელი, ტაილანდელი, მალაიზიელი და სამხრეთ კორეელი ქალები არიან დასაქმებულები. მასაჟის ფასი 40 ლარიდან იწყება და 100, 120, 180 ლარსაც აღწევს. 


ამის შესახებ სიუჟეტი „დროებამ“ მოამზადა. ადგილობრივებმა იციან, რომ მასაჟის სალონებში სექსინდუსტრია ყვავის, თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ შინაგან სამქეთა სამინისტრო სპეციალურად არ მოქმედებს კანონის შესაბამისად.


ბათუმელების აზრით, პოლიციელებს მსგავსი ტიპის დაწესებულებების არსებობა აწყობთ. მათივე თქმით, სამართალდამცველები ე.წ. მასაჟით უფასოდ თავადაც სარგებლობენ. 

სრული ვერსიის ნახვა formulanews.ge