ავარია გორში - 12 წლის მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა

  • web1.rustavi2.ge
  • 6 სექტემბერი 19:13, 2020 წელი

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ტყვიავთან ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. რამდენადაც ცნობილია, მანქანა ხეს შეეჯახა და არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა web1.rustavi2.ge