თუ არასწორად გაასამართლეს, მერე ვნახოთ, რა მოუვათ - ზ.ხ-ს მამა

  • rustavi2.ge
  • 6 სექტემბერი 13:36, 2020 წელი

ტვ „პირველის“ მიერ გასაჯაროებულ მასალაში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები საკანში სხვადასხვა თემას ეხებიან. ბრალდებულების საუბარს საქმის ფიგურანტების ოჯახის წევრები აფსებებს.

დაკავებულები ზ.ხ-ს მამა აცხადებს, რომ მირიან ნიკოლაძის ლიკვიდირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და არც უფიქრია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქმის არაობიექტურად გამოძების შემთხვევაში ე.წ „თეთრი ისარის“ წევრებმა, შესაძლოა რამდენიმე პირის ლიკვიდირება განახორციელონ.


„თეთრმა ისარმა“ მითხრა, შენ გაჩერდი და ჩვენ მივხედავთ ამ საქმესო. მე წავალ ევროპაში, აქ რაც მოხდება, მერე ნახავთ. თუ არასწორად გაასამართლეს, მერე ვნახოთ, რა მოუვათ, ხოლო თუ სწორად გაასამართლეს - მერე ჩავეხუტები,“ - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.


ცნობისთვის 5 სექტემბერს ტვ „პირველმა“ გლდანის ციხიდან კადრები გაასაჯაროვ, რომელშც სადაც შაქარაშვლის საქმეზე ბრალდებულები თანამესაკნეებს უყვებიან, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 18 ივნისის ღამეს. პატიმრობაში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა თქვა რომ მათი უდანაშაულოდ ციხეში ჩასმის შემთხვევაში გარეთ მყოფი ადამიანები შურს იძიებენ.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge