რა წესების დაცვა მოუწევთ სტუდენტებს უნივერსიტეტში?

  • formulanews.ge
  • 5 სექტემბერი 14:01, 2020 წელი

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უნივერსიტეტებში სტუდენტები ვალდებულები არიან 1-მეტრიანი დისტანცია დაიცვან და პირბადე ატარონ.

მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის ინფრასტრუქტურა აუდიტორიაში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვის საშუალებას არ იძლევა, გამონაკლისის სახით შესაძლებელია უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო კურსების თეორიული ნაწილის დისტანციურად წარმართვა.




სრული ვერსიის ნახვა formulanews.ge