ანი იმნაძე: დედამთილი ჩემთვის ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან და სიკეთესთან

  • თბილისელები
  • 4 სექტემბერი 14:10, 2020 წელი

მსახიობი ანი იმნაძე, რომელიც მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის რძალია ოჯახურ ურთერთობებზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. ანი ამბობს, რომ თამრიკო ტიპიური დედამთილი არ არის და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

მსახიობი ახლა „მთავარ არხზე” ახალ იუმორისტულ სერიალ „დიდი ოჯახში“ მონაწილეობს. ამბოს, რომ მისი დედამთილი, ამ ამბით ძალიან გახარებულია და ზოგადად ყოველთვის უჭერს მხარს.


– ფაქტობრივად მთელი ოჯახი „მთავარ არხზე“ ხართ დასაქმებული…


– მე მსახიობი ვარ და ბევრ სხვადასხვა არხზეც მითამაშია. ჯერ კოკოთი დაინტერესდნენ და გადაცემა მიჰყავს. მეც ისე მოვხვდი ამ სერიალში, როგორც გითხარით. თამრიკოსაც თავისი რუბრიკა აქვს. ისინი უკვე იქ იყვნენ, მე რომ დამიძახეს სერიალზე.


თამრიკო ჩემი ამბით ძალიან გახა-რებულია. საერთოდ ერთმანეთის წარმატებით მუდამ გახა-რებულები ვართ ჩვენს ოჯახში. თამრიკო მოწინავე რიგებს იკავებს ამ ყველაფერში, მხარს ძალიან მიჭერს.


– როგორი დედამთილია?


– სულ ვამბობ, არ მყავს ისეთი დედამთილი, როგორიც საერთოდ აღიქმება ხოლმე. სიტყვა „დედამთილი” ჩემთვის ასოცირდება მეგობრობასთან, სითბოსთან, სიყვარულთან, სიკეთესთან… ეს ყველაფერია ჩვენს ურთიერთობაში და საუკეთესო მეგობრები ვართ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. აშკარად გამიმართლა.


– შვილივით აღგიქვამთ?


– ამაზეც გვილაპარაკია და ვთანხმდებით, რომ შვილი იმდენი არსებობს, რამდენიც რეალურად გყავს, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც მათ უთანაბრებ. მისგან არასოდეს მიგრძვნია, რომ უცხო ვარ. იმედი მაქვს, არც ჩემგან განუცდია მსგავსი რამ. მნიშვნელოვანია ერთიანობა, სითბო და, ამას თუ ხედავ, შენ სხვაგვარად ვერ იქცევი.


გაცნობის დღიდან ვგრძნობ თამრიკოსგან სითბოს, სიყვარულსა და თანადგომას. მადლობა მას ამისთვის, ბედნიერი ვარ და ვამაყობ ამით.


 

წყარო: თბილისელები