ყურადღება! თუ ამ ნომერზე დარეკავთ თანხა ჩამოგეჭრებათ - მაგთი გაფრთხილებთ

  • 4 სექტემბერი 12:09, 2020 წელი

კომპანია მაგთი აბონენტებს შესაძლო თაღლითობისგან დაცვის მიზნით, ნებისმიერი უცხო საერთაშორისო ნომერზე დარეკვისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

მაგთის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ნომერ  002519-ზე გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან თანხა ჩამოგეჭრებათ.


„აბონენტთა საყურადღებოდ,


დილიდან ფიქსირდება გამოტოვებული ზარები საერთაშორისო ნომრებიდან, ძირითადად ეთიოპიიდან, რომელთა საწყისი კოდია:


002519


ნუ დარეკავთ მითითებულ ნომრებზე, ეს თაღლითობის მცდელობაა, ნომერი საერთაშრისო მიმართულებისაა და გადარეკვის შემთხვევაში ანგარიშიდან ჩამოგეჭრებათ თანხა.


ნომრები უკვე დაბლოკილია, თუმცა სამომავლოდ გირჩევთ, თუ უცხოეთიდან ზარს არ ელოდებით, მოერიდოთ ნებისმიერ უცხო საერთაშორისო ნომერზე გადარეკვას, რათა არ დაზარალდეთ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.