ე.წ დონას კლასტერი იზრდება

  • 4 სექტემბერი 11:54, 2020 წელი

ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

ინფიცირებულებიდან 9 ე.წ „დონას“ კლასტერის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ერთი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრი, ერთი საკარანტინე სივრციდან, ორი აქამდე გამოვლენილ ინფიცირებულთა ოჯახის წევრია.


ინფორმაციისთის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი.