პლაჟიდან ქვიშის ქურდობის გამო საფრანგეთის მოქალაქე დააჯარიმეს
- lefigaro.fr
- 4 სექტემბერი 11:36, 2020 წელი
გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, იტალიაში, კუნძულ სარდინიის პლაჟიდან ქვიშის ქურდობისთვის საფრანგეთის მოქალაქე 1000 ევროთი დააჯარიმეს.
ტურისტის შემოწმებისას პლასტიკის ბოთლში 2 კილოგრამი ქვიშა აღმოაჩინეს. სამართალდამცველების განცხადებით, სანაპიროდან ქვიშის წამოღება სანაპირო ზოლის შენარჩუნებას უქმნის საფრთხეს.
ცნობისთვის, სარდინიის პლაჟიდან ქვიშის წაღება ტურისტებს რამდენიმე წლის წინ აეკრძალათ.