გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

  • 4 სექტემბერი 10:56, 2020 წელი

გურიის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. COVID-19 ჩოხატაურში, ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა.

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნატო ჯიბუტის თქმით, 21 წლის ქალი „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება და საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, ისე იმყოფებოდა. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება.