რამდენიმე დღეში ვბრუნდები - არჩილ თალაკვაძე
- 4 სექტემბერი 10:54, 2020 წელი
თვითიზოლაციაში მყოფი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში სახალისო ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
„რამდენიმე დღეში ვბრუნდები“- წერს არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, 30 აგვისტოს, კორონავირუსი პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა, რის გამოც არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.