გომის მთა-შუახევის გზაზე ავარიით საგანგებო სიტუაციების სამსახურის 3 თანამშრომელი დაიღუპა

  • 4 სექტემბერი 10:35, 2020 წელი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი, გომის მთა-შუახევის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს. მესხიშვილი დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.

ამასთან, ის ავარიებში საგზაო ინფრასტრუქტურის როლს უსვამს ხაზს და უმოქმედობისთვის შესაბამისი ორგანოების პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.


„რამდენიმე საათის წინ გომის მთა-შუახევის გზიდან ავტომობილი გადავარდა-3 დაიღუპა, 2 დაშავდა. გარდაცვლილთაგან ორი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელია. სრულიად ჩამოშლილია საგზაო უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში. აუცილებლად აგებთ პასუხს შესაბამისი სტრუქტურები უმოქმედობისთვის! თქვენს გამო იხოცება ამ ქვეყანაში ჯანღონით სავსე ადამიანები! შეუძლებელია ამდენი სისხლისღვრის ატანა! ყოველდღე გლოვის დღე უნდა იყოს გამოცხადებული. ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას“, - წერს მესხიშვილი.