1000 კომპიუტერი 1000 მრავალშვილიან ოჯახს - სამოქალაქო ორგანიზაცია შენმოქმედი საქველმოქმედო ფლი მარკეტს მართავს

  • 4 სექტემბერი 10:17, 2020 წელი

სამოქალაქო მოძრაობა შენმოქმედის ფარგლებში მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად ახალი კამპანია იწყება. მათ ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, სექტორი 3 და ფონდი პროდემოსი უფასო ინტერნეტითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფს.

კამპანიაში უკვე ჩართულია არაერთი პარტნიორი ორგანიზაცია. ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია მრავალშვილიან ოჯახებს 18 თვის განმავლობაში უფასო ინტერნეტს მიაწვდის. ბიზნესისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების - გიორგი კეკელიძის, გოგა ჩანადირის, თაკო ჩხეიძის, ქეთი ხატიაშვილისა და სხვების ჩართულობით კი 5 სექტემბერს, დილის 11 საათიდან საქველმოქმედო ფლი მარკეტი გაიმართება, სადაც ნებისმიერი მსურველი შეძლებს შეიძინოს სხვადასხვა ნივთი და საკუთარი წვლილი შეიტანოს მრავალშვილიანი ოჯახების აუცილებელი ციფრული მოწყობილობების მიწოდებაში.


ღონისძიება სექტორი 3-ის ღია სივრცეში მოეწყობა, სადაც დამსწრეები კერძებისა და ღვინის დაგემოვნებას, სახალისო აქტივობებში ჩართვას, ფოტოსესიის მოწყობასა და ქართველი მომღერლების ლაივ კონცერტის მოსმენასაც შეძლებენ. მონაწილეობის მსურველებს მეტი ინფორმაციის მიღება ამ ფეისბუქ event-დან შეუძლიათ.


„ერთად და ერთობით ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია გახდეს შენმოქმედი და დაეხმაროს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.


ღონისძიების გამართვის დრო: 5 სექტემბერი, 11:00 – 19:00


ღონისძიების გამართვის ადგილი: სექტორი 3, გიული ჭოხონელიძის 5


საკონტაქტო პირი: თიკუნა გუჩუა: t.guchua@sector3.ge, 577 261 358