არსებობს რეალური რისკი, რომ იძულებული გავხდეთ, დავაბრუნოთ საგანგებო მდგომარეობა - თენგიზ ცერცვაძე

  • სხვადასხვა
  • 4 სექტემბერი 10:16, 2020 წელი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არსებობს რისკი, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ან კარანტინი დაბრუნდეს.

„იქნება მეორე ტალღა. უფრო გაგვიჭირდება ვიდრე ახლა, მაგრამ არა იმდენად, როგორც მარტში და აპრილში.


არსებობს რეალური რისკი, რომ იძულებული გავხდეთ ქვეყანაში დავაბრუნოთ საგანგებო მდგომარეობა, თუ კარანტინი თუ სხვა, ეს გარკვეულწილად იმის შედეგია, რომ ყურადღება მოვადუნეთ”, – განაცხადა ცერცვაძემ.


მისი თქმით, ეს მიკრო აფეთქებები კარგი არ არის, მაგრამ ის მოსალოდნელი იყო, რადგან მის გარეშე ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გაიარა.


„საქართველომ შეიძინა ძალიან დიდი გამოცდილება, ამას მსოფლიოც აღიარებს. ჩვენ ვისწავლეთ ასეთი მიკრო აფეთქებების და შემთხვევების მართვა. ყველგან სადაც ასეთი მიკრო აფეთქებები მოხდა, მიღებული იყო მყისიერი ზომები, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში იყო ეფექტური“- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.


ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1596 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1294 განიკურნა, 19 ადამიანი კი გარდაიცვალა.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა