საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 ადამიანი გამოჯანმრთელდა

  • 4 სექტემბერი 10:03, 2020 წელი

დღეს, 4 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსისგან 15 ადამიანი განიკურნა, ხოლო 28 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილმა სპეციალურმა გვედმა Stopcov.ge-მ განაახლა.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1596 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 1294 განიკურნა, 19 ადამიანი კი გარდაიცვალა.


ცნობისთვის, საქართველოში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.