თამარმა youtube-ზე ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა ნიკა გეჯაძეზე, ეს ნახა შეყვარებულმა და დაშორდა - დეა კაპანაძე

  • 3 სექტემბერი 23:03, 2020 წელი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი, დეა კაპანაძე „რუსთავი2“-თან საუბრისას მეგობარზე საუბრობს. მისი თქმით, თამარი youtube-ზე ვიდეოებს იღებდა და ამით შვებას პოულობდა.

როგორც დეა ამბობს, თამარი ამ ვიდეოებით ფსიქოლოგიურ სტრესს უმკლავდებოდა. 


„გულჩათხრობილი ადამიანი იყო. როცა ცუდად იყო საკუთარ თავს უღებდა ვიდეოებს.
2018 წელს „იუთუბზე“ ატვირთა ვიდეო, სადაც საუბრობდა კომპანია „ზეგის“ უფროსზე ნიკა გეჯაძეზე, რაც ნახა მისმა შეყვარებულმა და ურთიერთობა დაასრულა. თამარს ნიკა ცალმხრივად უყვარდა, ეს გახდა შეყვარებულების დაშორების მიზეზი.“- განაცხადა კაპანაძემ.